სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

10/06/2019

სკოლებში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.





პროექტის "თვითმმართველობა განათლებისათვის" ფარგლებში, მორიგი საინფორმაციო შეხვედრები ქ. ოზურგეთის N1 და N4 საჯარო სკოლებში გაიმართა.

ღია მმართველობის პარტნიორობის და 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულების შესრულების მიზნით, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად პედაგოგებს ადა მოსწავლეებს თვითმმართველობის საკითხებზე ესაუბრა.

საკრებულოს აპრატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ და გურიის ახალგაზრდული რესუსრცენტრის წარმომადგენელმა თამარ ღლონტმა, საკრებულოსა და არასამთავრობო სექტორის მიერ ერთობლივ პროექტებზე გაამახვილეს ყურადღება და შეხევდრის მონაწილეებს ის ელექტრონული მექაზნიმები გააცნეს, რომლებიც საკრებულომ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მიზნით დანერგა.

თვითმმართველობის პოპულარიზაციაზე, ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული რესურსების გამოყენებით და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებაზე ისაუბრა, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, გიორგი კილაძემ.

ცნობიერების ამაღლების კამპანია, რომელიც "თვითმმართველობა განათლებისათვის" ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს, ელექტრონული, ციფრული მექანიზმების პოპულარიზაციას და მოქალქეთა ინფორმირებულობას ემსახურება.

"ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის" ფარგლებში ჩართული მხარეები, აგრეთვე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობენ, ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვას OGP- ის ფარგლებში ურიერთპრაქტიკის გაზიარებას, სხვადასხვა სახის პროექტების ერთობლივად განხორციელებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობასა და გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცებას.