სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

06/09/2019

სოფელ ჯუმათში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები





ჯუმათის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება.

სამუშაოები, ამ ეტაპზე, სოფელ იანეთსა და ძირჯუმათს მოიცავს.

იანეთში დაიგო 115 მეტრი სირძის ბეტონის საფარი.

მონასტრის მიმართულებით მოეწყო 254 მ. რკინა-ბეტონის გზა.

მიმდინარეობს მოსაცდელების სარემონტო სამუშაოები

რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბოგილის სტადიონს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ჯუმათის საჯარო სკოლაში გარემონტდა სველი წერტილი.