სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

12/12/2019

სოფელ ნატანებში გზის რეაბილიტაცია სრულდება





სოფელ ნატანების ცენტრიდან სასაფლაომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.


პროექტის ღირებულება 278 229 ლარს შეადგენს, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს ,,გზამშენი-18" ასრულებს.

დღეს მიმდინარე პროცესს ადგილზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე გაეცნო.