სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

12/12/2019

სოფელ შრომაში 6 032 გრძივი მეტრი საავტომობილო გზა კეთდება





შრომის ტერიტორიულ ერთეულში ეკალდიდი-დონაურის გავლით ნატანების ცენტრალურ გზამდე 6 032 გრძივი მეტრი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსებით ხორციელდება.

სარეაბილიტაციო პროცესს დღეს ოზურგეთის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი თემურ გიორგაძე ადგილზე გაეცნენ.

#გურია #ოზურგეთი2019 #ინფრასტრუქტურისგანვითარება