სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

29/07/2019

სოფელ შრომის საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო





საქართველოს მთავრობის N207 განკარგულებით გამოყოფილი თანხების ფარგლებში, სოფელ შრომის საჯარო სკოლის ეზოს კეთილმოწყობა დაიწყო.

პროექტით გათვალისწინებულია სანიაღვრე და სადრენაჟე არხების მოწყობა, ეზოს მოასფალტება.

სამუშაოებს შპს "შანსი-2010" ასრულებს.

პროექტის ღირებულება 49 571 ლარს შეადგენს.