სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

11/03/2019

სოფლებში გზების მოხრეშვითი სამუშაოები ხორციელდება





სოფელ ცხემლისხიდში, ბაღდადის დასახლებასა და დვაბზუს ტერიტორიულ ერთეულში გზების დაზიანებული მონაკვეთების მოხრეშვა - დაგრეიდერების სამუშაოები ჩატარდა.

მიმდინარე სამუშაო პროცესი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და მერის მოადგილემ ოსიკო თოთიბაძემ მოინახულეს.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია სხვადასხვა სოფელში რთული საგზაო მონაკვეთების მოხრეშვით სამუშაოებს ეტაპობრივად ჩაატარებს.