სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

24/10/2014

ტრენინგი ადგილობრივი თვითმმართველობების თანამდებობის პირებისთვის





ამ წუთებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში იმიტირებული საკრებულოს სხდომა მიმდინარეობს. სახელდახელოდ არჩეულ მერის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტს გურიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების მუდმივმოქმედი კომისიების თავმჯდომარეები და აპარატის უფროსები მწვავე დისკუსიის ფონზე განიხილავენ. -იმიტირებული სხდომა, იმ ტრეინინგ პროგრამის შემადგენელი ნაწილია, რომელსაც USAID-ის დემოკრატიული მმართველობა საქართველოში (G3) პროგრამა, 2014 წლის ივლის-

ოქტომბერში ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობების ახლადარჩეული თანამდებობის პირებისთვის. ტრენინგების ჩატარებას უზრუნველყოფს კოალიცია „თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის“ და ა.(ა.)ი.პ. „სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი“. ტრენინგ-პროგრამა მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობების არჩეული
მერების/გამგებლების, საკრებულოების თავმჯდომარეების, საკრებულოს თავმჯდომარეების მოადგილეების, კომისიების თავმჯდომარეებისა და აპარატის უფროსებისათვის ადგილობრივი
თვითმმართველობის შესახებ ახალი ინფორმაციის მიწოდებას, ცოდნის გაღრმავებას და მათი საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განვითარებას.