სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

07/06/2019

"თვითმმართველობა განათლებისათვის".





ღია მმართველობის პარტნიორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის მიხედვით ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი ვალდებულება თვითმმართველობის მნიშვნელობის პოპულარიზაცია, ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული რესურსების გამოყენებით და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის წახალისებაა.

ამ მიზნით, საკრებულოს „თვითმმართველობა განათლებისათვის“ ინიციატივის ფარგლებში, დღეს ქ. ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ცნობიერების ამაღლების კამპანიაში, ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, სამუშაო ჯგუფის წევრებთან, საკრებულოს აპარატის უფროს ნანა თავდუმაძესთან, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და სამოქალაქო განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გიორგი კილაძესთან და ორგანიზაცია, გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის აღმასრულებელ დირექტორ თამარ ღლონტთან ერთად ჩაერთო.

შეხვედრაზე ახალგაზრდებს ინფორმაცია მიაწოდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დანერგილი იმ ელექტრონულ და ციფრულ მექანიზმებზე, რომელთა გამოყენებით მოქალქეებს შესაძლებლობა ეძლევათ თვითმმართველობის განხორციელების პროცესში ჩართულობის. აგრეთვე, თვითმმართველობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახლაგაზრდების როლზე გაამახვილეს ყურადღება.

"თვითმმაართველობა განათლებისათვის" კომპონენტის ფარგლებში სასკოლო საინფორმაციო შეხვედრები ქალაქ ოზურგეთის კიდევ ორ საჯარო სკოლაში უახლოეს პერიოდში ჩატარდება.

"ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის" ფარგლებში ჩართული მხარეები საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ხელს შეუწყობენ, ეფექტიანი მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ინოვაციური მეთოდების დანერგვას OGP- ის ფარგლებში ურიერთპრაქტიკის გაზიარებას, სხვადასხვა სახის პროექტების ერთობლივად განხორციელებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობასა და გამჭვირვალე და კეთილსინდისიერი მმართველობის განმტკიცებას.