სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

09/03/2020

ვაკიჯვარში ხანძარი ლოკალიზებულია





ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკიჯვარში ხანძრი ლოკალიზებულია და გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. სოფელ ვაკიჯვარში ხანძრის ქრობითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. პროცესში დღეს დილიდან ჩაერთო შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი. ადგილზე იმყოფება 120-მდე მეხანძრე-მაშველი გურიის, აჭარის და სამეგრელო-ზემო სვანეთის განყოფილებებიდან. შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი ხელმძღვანელობს. ადგილზე, ასევე იმყოფებიან ამავე სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, გურიის რწმუნებულის პირველი მოადგილე აკაკი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია,თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე. ცეცხლი გავრცელებული იყო ქარსაცავ ზოლზე. ამ დროისთვის, ხანძარი ლოკალიზებულია. სიტუაცია კონტროლს სრულად ექვემდებარება.შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.