სიახლეები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge

სიახლეები

12/05/2019

ზვიად ცეცხლაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დასრულდა





ზვიად ცეცხლაძის სახელობის საფეხბურთო ტურნირი დღეს დასრულდა, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბახვის ტერიტორიულ ერთეულში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 
თბილისის 35 -ე საფეხბურთო სკოლის გუნდმა ოზურგეთის სპორტული სკოლის პირველი გუნდი ანგარიშით 2:0 დაამარცხა, მესამე ადგილზე კი ქობულეთის გუნდი გავიდა.
გამარჯვებულებს თასები, მედლები და სიგელები გადაეცათ.
საფინალო ტურნირს უმრავლესობის ლიდერი და ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი არჩილ თალაკვაძე, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გია ებრალიძე, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 
ზვიად ცეცხლაძის სახელობის თასის გათამაშება ოზურგეთში მერვედ ჩატარდა, რომლის ფინანსური მხარდამჭერი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაა.