დასუფთავების სერვისი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge
დასუფთავების სერვისი

მყარი ნარჩენების მართვა

             მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა-შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციაა ა.(ა)ი.პ. „მუნიციპალური მომსახურების ცენტრი,“ რომლის 2018 წლის  ბიუჯეტი შეადგენდა 1 913 561 ლარს.

             ყოველდღიურად იგვება ქალაქის 30 ქუჩა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები. სულ  300 000 კვადრატული მეტრი ფართობი. 

             ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნების და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცლა-დასუფთავება.

             ეტაპობრივად იგვება და სუფთავდება ქალაქის სავტომობილო გზები და სოფლის ცენტრები, ასევე დაბა ურეკის ცენტრალური ქუჩები.

           

 

     საკურორტო სეზონის დროს ხორციელდება სანაპირო ზოლის ინტენსიური წმენდა.  

     აღნიშნულ სამუშაოებს ემსახურება 8 ერთეული თვითმცველი ნაგავმზიდი,  2 ერთეული საცერი და 4    ერთეული თვითმცლელი ტრაქტორი.

           

 

 

            2018 წელს დამატებით შემოტანილია 496 ერთეული ნაგვის ურნა, რომლითაც ჩანაცვლდა  250 -ზე მეტი ძველი, ამორტიზირებული ურნა. ხოლო დანარჩენი დამატებით დანთავსდა  მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში.  

 

 

          მობილური ჯგუფის მიერ  სისტემატიურად ხდება ქალქის ტერიტორიაზე   გამდინარე მდინარეების კალაპოტისა და სანიაღვრე არხების განმენდა -გასუფთავება.

              კეთილმოწყობის განყოფილების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტარდება სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებები.

              გარე განათების განყოფილების მიერ სისტემატურად მიმდინარეობს გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია-მონტაჟი.