სასოფლო-სამეურნეო პროგრამები - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge
სასოფლო-სამეურნეო პროგრამები


✓  ე კ ო ნ ო მ ი კ ი ს  გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა,  ს ო ფ ლ ი ს  მ ე უ რ ნ ე ო ბ ა,  ტ უ რ ი ზ მ ი - 2018 

 

     მუნიციპალიტეტის შემოსავლების ზრდა და ისეთი აქტუალური პრობლემის გადაჭრა,   როგორიცაა უმუშევრობა,   წარმოუდგენელია ეკონომიკის განვითარების გარეშე, ეკონომიკის   განვითარება - მრეწველობის გარეშე, მრეწველობა-   სოფლის მეურნეობის განვითარების   გარეშე. 

     ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის განვითარების სამსახურმა 2018 წელს   განახორციელა პროექტი,   რომელიც ინოვაციური კულტურის, “სტევიას“ გავრცელება-     პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

     ოზურგეთის 4 სოფელში: სოფელ ოზურგეთი, გურიანთა, ლიხაური, დაბა ნარუჯა  შეიქმნა   სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც 44 ბენეფიციარს  დაურიგდა “სტევიის“ ნერგები და გაეწია    საჭირო კონსულტაციები.

 

 

 

✓ მ ე თ ხ ი ლ ე ო ბ ი ს   გ ა ნ ვ ი თ ა რ ე ბ ა 

               

     

 

     თხილის დარგის განვითარების მიზნით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც 2019 წელს   შემდეგი სახის ღონისძიებებს განახორციელებს.

     სოფლებში  დაინტერესებული პირები გადამზადდებიან მეთხილეობაში გასატარებელი   აგროტექნიკური და აგროქიმიური ღონისძიებების მიმართულებით.

    მოეწყობა  სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც ჩატარდება წესებით გათვალისწინებული   ყველა აგროღონისძიება;

     სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან  ერთად მოხდება შესაწამლი პრეპარატების ხარისხის   კონტროლი;

 

 

            

 

 

✓ ე კ ო ლ ო გ ი უ რ ა დ   ს უ ფ თ ა   პ რ ო დ უ ქ ტ ე ბ ი ს  წ ა რ მ ო ე ბ ა

 

       

 

 

           მუნიციპალიტეტს გააჩნია  რესურსი იქცეს  ეკოპროდუქტების მწარმოებელ ლოკაციად, რათა  მოხდეს ადგილობრივი წარმოების წახალისება.

 

       ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტების წარმოების პერსპექტივებთან  დაკავშირებით  გაიმართა     კონფერენცია სახელწოდებით  „ორგანული სოფლის მეურნეობა და  ეკო პროდუქტები,“  რომელშიც   მონაწილეობა  თვითმმართველობისა და სამეცნიერო      წრეების წარმომადგენლებმა, ასევე           ადგილობრივმა ფერმერებმა და მეწარმეებმა მიიღეს. 

             

 

 

 

 

 

✓ მ ე წ ა რ მ ე  ქ ა ლ თ ა   ე კ ო ნ ო მ ი კ უ რ ი   ფ ო რ უ მ ი 

           

         

 

          31 აგვისტოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და   ქონების მართვის სამსახურის ორგანიზებით მეწარმე ქალთა ეკონომიკური ფორუმი მოეწყო,   რომლის სლოგანი იყო  „წარმატებული ქალი - ძლიერი რეგიონი.“  ფორუმის  მიზანს  ქალ     მეწარმეთა გააქტიურება და რეგიონის ეკონომიკურ ცხოვრებაში მათი ჩართულობის გაზრდა   წარმოადგენდა.

         ქალთა ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობა 50-მა მეწარმე ქალმა მიიღო, როგორც   სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების წარმოება-გადამუშავების, ასევე მომსახურების სხვადასხვა სფეროდან.

          

 

 

 

 

✓ გ უ რ უ ლ ი   ტ რ ა დ ი ც ი უ ლ ი   მ ე ვ ე ნ ა ხ ე ო ბ ა

            

    

     

 

          მიმდინარე წელს გამოიცა  “გურული ტრადიციული მევენახეობის“ საინფორმაციო   ლიფლეტი, რომელიც  გურიის მევენახეობის ისტორიას, ტრადიციებს და ასოციაცია   “გურული ვაზის “ საქმიანობას მოიცავს.

           სამსახურის სპეციალისტების ჩართულობით მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  გადარჩენილია  895 ერთეული  ,,კოლხური ბზა.“  

                

 

 

 

 

 

✓ კ ე ნ კ რ ო ვ ა ნ ი   კ უ ლ ტ უ რ ე ბ ი

         

 

           სახელმწიფო პროგრამის ,,კენკროვანი კულტურების დაფინანსების ქვეკომპონენტის“  გაცნობის მიზნით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში     დაინტერესებულ მოსახლეობასთან  შეხვედრები ჩატარდა.

            პროექტი ითვალისწინებს კენკროვანი კულტურების ბაღის გაშენებისთვის საჭირო   ნერგების, წვეთოვანი სარწყავი სისტემის და სხვა საჭირო მასალების შეძენისა და   მოწყობის ღირებულების დაფინანსებას.

           შეხვედრა უკვე  19 ტერიტორიულ ერთეულში   შედგა და წლის ბოლომდე  ყველა სოფელში გაიმართება. გაწეული მუშაობის შედეგად   ანასეულის სამეცნიერო კვლევით ცენტრს ნიადაგის ანალიზის ჩატარებისთვის  განცხადებით  უკვე 50-მდეპირმა მიმართა.

 

 

 

 

✓ ჩ ა ი ს   რ ე ა ბ ი ლ ი ტ ა ც ი ი ს  პ რ ო გ რ ა მ ა

              

               

 

               „გურიის ჩაის გზა“  ეკონომიკური განვითარების სამსახურის ახალი   პროექტია,   რომლის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის შემოსავლების და დასაქმების   ზრდა აგროტურიზმის განვითარების გზით.

              ერთის მხრივ, მაღალი კონკურენცია და შეზღუდული წარმოება ადგილობრივი   ჩაის მწარმოებლების ძირითადი პრობლემაა, მეორეს მხრივ, რეგიონის ტურისტებისათვის   საინტერესოა ადგილობრივი წარმოების პროცესის გაცნობა და ნატურალური ჩაის   პროდუქციის მოხმარება.

               პროექტის განხორციელების პროცესში ჩაერთვება საქართველოს გარემოს   დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს ტურიზმის ეროვნული   ადმინისტრაცია და ასოციაცია “ელკანა“, რაც პროექტის განხორციელებას მეტად   შედეგიანს გახდის.

     

 

 

 

✓ კ უ რ ო რ ტ    ნ ა ს ა კ ი რ ა ლ ი ს  რ ე ა ბ ი ლ ი ტ ა ც ი ა

           

     

 

 

      კურორტ ნასაკირალის რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო პროექტი   მზადდება.

      განხორციელდა ჭაბურღილების გაწმენდა, რის შემდეგაც  გაიზარდა წყლის   მიღების დებეტი.

      მიმდინარეობს ტერიტორიის დასუფთავებისა და გამწვანების   სამუშაოები.

      აღდგენა-რეაბილიტაციის შემდეგ კურორტი ნასაკირალი ყოველწლიურად   5000 ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორის მიღებას შეძლებს.              

 

 

 

 

 

 

✓ ა ზ ი უ რ ი  მ ა ვ ნ ე ბ ლ ი ს   წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ   ბ რ ძ ო ლ ი ს  კ ა მ პ ა ნ ი ა 2018 

 

       

 

 

           აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში განხორციელდა     სხვადასხვა სახის ღონისძიებები:  

           სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტოს გურიის ორგანიზაციასთან   თანამშრომლობით მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში გრაფიკის   მიხედვით მიმდინარეობდა წალობის პროცესი.