წყალმომარაგების და წყალარინების სერვისი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი - ozurgeti.mun.gov.ge
წყალმომარაგების და წყალარინების სერვისი

წყალმომარაგება

   ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულებს ლაბორატორიულად შემოწმებული ხარისხიანი სასმელი წყლით წყალმომარაგების კომპანია შპს „სატისი“ უზრუნველყოფს. კომპანიის 2018 წლის ბიუჯეტი შეადგენდა 420 000 ლარს.

 დაბა ლაითურში მუნიციპალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით მიმდინარეობს წყალსადენის სისტემების სრული რეაბილიტაცია. პროექტი 950 ოჯახის 24 საათიან წყალმომარაგებას ითვალისწინებს.

 

 

 შესყიდული იქნა სოფელ ჯუმათის, სოფელ მთისპირისა და დაბა ნასაკირალის სათავე ნაგებობების სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტები.

ტექნიკური სამსახურის მიერ კომპანიის ბალანსზე რიცხულ წყალმომარაგების ქსელზე აღმოფხვრილი იქნა 164 დაზიანება.

2018 წელს კომპანიის მიერ  მიმიდინარე პროექტებისთვის შესყიდულ იქნა 6 557 ლარის ღირებულების საჭირო მასალები. 

 კომპანიის ძირითადი აქტივების ჯამური ღირებულება შეადგენს 3 749 178 ლარს.

 

 

     „სატისის“ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიის მიერ  სათავე ნაგებობაზე, და გამანაწილებელ ქსელში ჩატარდა წყლის ხარისხის კვლევა - სულ 45 ანალიზი. პერმანენტულად მოწმდება წყლის დაქლორვის ხარისხი და ქიმიური მაჩვენებლები.