პოლონეთის დელეგაციის ვიზიტი ოზურგეთში

ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის რესპუბლიკის, ევრორეგიონის ადგილობრივ თვითმმართველობათა ასოციაცია ,,ბაგ“-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და ასოციაცია ,,ბაგ“-ის დირექტორმა გალინა გრაბარჩუკმა მოაწერეს. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ასევე გააფორმეს ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებშიც.

მემორანდუმი ითვალისწინებს მხარეებს შორის აქტიურ თანამშრომლობას და სხვადასხვა ერთობლივი ტურისტული პროექტის მხარდაჭერას. ასევე, მხარეებმა უნდა უზრუნველყონ კონტაქტი ერთობლივი პროექტების, გაცვლითი პროგრამებისა და საერთო ინტერესის სხვა საკითხების შესათანხმებლად; ასევე, კავშირების დამყარება და თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის სფეროში და ერთობლივი პროექტის – „ტურისტული ბრენდი, როგორც გურიისა და ევრორეგიონის ტურისტული ინდუსტრიის გაძლიერების შესაძლებლობა“ შემდგომი განვითარება და გაგრძელება – პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ „პოლონეთის დახმარების განვითარების პროგრამის“ ფარგლებში მხარდაჭერილ ამ პროექტს ახორციელებს ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG (პოლონეთი), პარტნიორებთან ერთად: პარტნიორობის ცენტრი პოლონეთი-აღმოსავლეთი (პოლონეთი), თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC (საქართველო), I (პირველი) ბლოკი (საქართველო).

შეხვედრას ესწრებოდნენ გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, რწმუნებულის მოადგილეები, მუნიციპალიტეტების მერები და პოლონეთის დელეგაციის წევრები: ქალაქ ჰელმის ვიცე-მერი დოროტა ჩეისლიკი, პარჩევსკის რაიონის აღმასრულებელი დირექტორი იანუშ ხორდენკო, ვლოდავის მუნიციპალიტეტის მდივანი მარტა ვავრიშუკი და მოწვეული ექსპერტი ზურაბ ნასარაია.

მსგავსი სტატიები