ავთანდილ თალაკვაძემ დამდეგი შობა-ახალი წელი ოჯახებს მიულოცა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ საკრებულოს წევრებთან ერთად დღეს, ქალაქსა და სოფლებში შეჭირვებული ოჯახები მოინახულეს და საახალწლო ნობათი გადასცეს.

„დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ ოჯახებს, რომელთაც შეჭირვება და სოციალური პრობლემები აწუხებთ. გისურვებთ ჯანმრთელობას და კეთილდღეობას!“ – აღნიშნა, ავთანდილ თალაკვაძემ

სადღესასწაულო ნობათი სულ 500 ოჯახს გადაეცა.

მსგავსი სტატიები