ცხემლისხიდის, ვაკიჯვრის, შემოქმედისა და ბოხვაურის პრიორიტეტები

🔷 „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ცხემლისხიდის, ვაკიჯვრის, შემოქმედისა და ბოხვაურის ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა.
საკონსულტაციო შეხვედრებზე, მერის მოადგილეებმა გიორგი ღურჯუმელიძემ და ნიკა ბოლქვაძემ, აღნიშნული პროგრამის შესახებ ისაუბრეს და სოფლებში არსებული საჭიროებების შესახებ თანამოქალაქეებისგან ინფორმაცია მიიღეს.
📌 ადგილობრივებმა სკვერების, სპორტული მოედნების, საბავშვო ბაღებში ეზოს მოწყობა და ატრაქციონების განახლება დაასახელეს. ასევე, გადაწყდა გარე განათების მოწყობა, შიდა სასოფლო გზების, წყლის სათავე ნაგებობების რეაბილიტაცია და სასაფლაოების შემოღობვა.

მსგავსი სტატიები