სოფელი ძიმითი და სოფელი ნაგომარი – შეხვედრა მოსახლეობასთან

🔷 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის მიზნით, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს.

ოზურგეთის მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძე, დღეს სოფელ ძიმითისა და ნაგომარის მაცხოვრებლებს შეხვდა.

📌 საკონსულტაციო შეხვედრებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტებად დაასახელეს წყლის სისტემისა და სანიაღვრე არხების მოწესრიგება; სასაფლაოს შემოღობვა; შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია; გარე განათების; სკვერისა და ატრაქციონების მოწყობა.

👉🏻 შეგახსენებთ, რომ „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა ხვალ, ჭანიეთში, ლიხაურსა და მაკვანეთში გაიმართება.

მსგავსი სტატიები