საკრებულოს სხდომა

ოზურგეთის საკრებულომ, დღეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 7 საკითხზე იმსჯელა.
საკრებულოს გადაწყვეტილებით დამტკიცდა განკარგულებები მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;
საკრებულომ მიიღო დადგენილება „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი“-თ გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა განსაზღვრისა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმის, მისი წარმოების, გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ;
ცვლილებები შევიდა შემდეგ ნორმატიულ აქტებში: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის განხორციელების შესახებ“, საკრებულოს რეგლამენტსა და სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის დებულებაში.

მსგავსი სტატიები