ინოვაციური ტექნოლოგიები და ღია მმართველობა ოზურგეთში

„ინოვაციური ტექნოლოგიები ღია მმართველობისა და მოქალაქეთა ჩართულობისთვის“ – ამ სათაურით ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების პარკში მუნიციპალიტეტის თვითმართველობამ OGP-Local -ფორუმის წევრ პარტნიორ ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად საჯარო კონსულტაცია გამართა. კონსულტაციის შედეგად ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ღია მმართველობა ადგილობრივი პროგრამის( OGP-Local) ფარგლებში ახალი ამბიციური ვალდებულების აღებას და ოთხწლიანი სტრატეგიის შემუშავებას გეგმავს.

ამ პროცესს მხარდასაჭერად ოზურგეთში პროგრამის უფროსი ოფიცერი ხოსე მარია მარინი ჩამოვიდა.

„ოზურგეთს აქვს შესაძლებლობა იყოს ლიდერი ღია მმართველობის საზოგადოებაში“ – ეს განცხადება ხოსე მარია მარინიმ მუნიციპალიტეტის მიერ უკვე შესრულებული ვალდებულებების შეფასებისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი „ღია მმართველობის პარტნიორობის“ (OGP) ლოკალური პროგრამის წევრად 2020 წელს, OGP-ის ისტორიაში თვითმმართველობების ჩართულობის ყველაზე მასშტაბური გაფართოებისას აირჩიეს.

112 განაცხადიდან, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, შესარჩევმა კომისიამ 56 წევრი აირჩია. პროგრამა 76 ქვეყანას და 100-ზე მეტ ადგილობრივ თვითმმართველობას აერთიანებს. საგულისხმოა. რომ ოზურგეთის ამ თვითმართველობებს შორის მოწინავეთა შორისაა.

მსგავსი სტატიები