კონკურსის – „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებულების დაჯილდოება

 

🎓კონკურსის – „ვწერ თავისუფალ თემას“ გამარჯვებული მოსწავლეები და პედაგოგები ოზურგეთის მერიაში დაჯილდოვდნენ.

🔸 ოზურგეთის მერის მოადგილემ, ნათია გოლიაძემ და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ქეთევან ხომერიკმა – წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის სამრევლო სკოლის მოსწავლეებს: ნინი კანდელაკს, ანა ცენტერაძეს, ვასიკო ურუშაძეს, ასევე, პედაგოგებს თეა ასიეშვილს და იამზე კანდელაკს კონკურსში გამარჯვება მიულოცეს და სიგელებთან ერთად ფულადი პრიზიც გადასცეს.

👉🏻 კონკურსის მიზანი განსაკუთრებული ჰუმანიტარული ნიჭით დაჯილდოებული მოსწავლეების გამოვლენა გახლდათ. საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სპონსორობით გამართულ კონკურსში საქართველოს სხვადასხვა სკოლის 750-მდე მოსწავლე მონაწილეობდა.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი