კომისიის სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ – ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 28 დეკემბრის N17  დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის   თაობაზე იმსჯელეს.

საკითხთან დაკავშირებით, ვრცელი ინფორმაცია კომისიას მერიის საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურმა წარუდგინა და საკრებულოს წევრების შეკითხვებს უპასუხა.

კომიისიის წევრებმა დადებითი დასკვნა შეიმუშავეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი დადგენილების პროექტი  წარდგენილ იქნას საკრებულოს  სხდომაზე განხილვისა და დამტკიცების მიზნით.