საკრებულოს სხდომა

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა, დღის წესრიგის დამტკიცებამდე, რომელიც 5 საკითხს მოიცავდა, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ დამატებით ითხოვა 1 საკითხის განხილვა, რომელიც ხმათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით აისახა დღის წესრიგში.

დამტკიცდა შემდეგი დადგენილებები: „მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე, აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესისა და ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 ნოემბრის N38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების შესახებ“;

ასევე, საკრებულომ მიიღო განკარგულებები: „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“; „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში  დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2022 წლის 29 აპრილის N28 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე.

საჯარო წარმოება დაიწყო ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;

მსგავსი სტატიები