ანასეულის წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა დაიწყო

ანასეულის წყალმომარაგების რეაბილიტაცია

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ ოზურგეთში, ანასეულის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო.

ანასეულს წყალი მრავალი წელია შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება, მოძველებულია ინფრასტრუქტურა და დიდია სასმელი წყლის დანაკარგიც.

პროექტი ითვალისწინებს ახალი სათავე ნაგებობის, მაგისტრალური მილების, სატუმბი სადგურისა და ქსელის მოწყობას, ასევე, 700-მდე ოჯახის ინდივიდუალურ გამრიცხველიანებას.

მიმდინარე სამუშაოები ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ დაათვალიერა.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 6 799 998 ლარით ფინანსდება.

წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა 2020 წლის გაზაფხულზე დასრულდება, რის შემდეგაც ადგილობრივი მოსახლეობა 24-საათიანი, ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი.

#გურია #ოზურგეთი #ანასეულისწყალმომარაგება2020

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი