ტრენინგი გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან

დღეს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) ანალიტიკოსებმა, გლობალური მიზნების კვირეულის ფარგლებში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებისთვის ტრენინგი გამართეს.

აღნშნული შეხვედრა მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების დაჩქარებას ისახავს მიზნად.

IDFI-ის წარმომადგენლებმა საბჭოს წევრებთან SDG-ების ლოკალიზებისა და გენდერული თანასწორობის საბჭოს ღონისძიებათა სამოქმედო გეგმაში მდგრადი განვითარების მეხუთე მიზნის (გენდერული თანასწორობის მიღწევა და ყველა ქალისა და გოგონას შესაძლებლობების გაუმჯობესება) ამოცანების ასახვაზე ისაუბრეს.

შეხვედრას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ესწრებოდნენ.

მსგავსი სტატიები