ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 4 საკითხზე იმსჯელა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში აისახა შემდეგი საკითხები: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული კონჭკათის, დაბა ნასაკირალის, გურიანთის და ჭანიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში მდებარე უძრავი ქონებების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ;

,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა გომისმთის ადმინისტრაციული ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

ხოლო დარგობრივი კომისია იმსჯელებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ და დასკვნას მოამზადებს.

მსგავსი სტატიები