CivicLab-ის საჯარო კონსულტაცია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი გიწვევთ  CivicLab-ის საჯარო კონსულტაციაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ღია მმართველობის (OGP) სამოქმედო გეგმა 2023-2025“ შემუშავების მიზნით,  რომელიც გაიმართება 2022 წლის 26 ნოემბერს, 11:00 – 17.30 მის: . ოზურგეთი

 ევროპის საბჭოს სამოქალაქო ჩართულობის ინოვაციური მეთოდოლოგია – CivicLabის  გულისხმობს სისტემატიზებულ და დროში განსაზღვრულ საჯარო კონსულტაციის ციფრულ მოდელს, რომელშიც მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა სფეროს  წარმომადგენლები.

საჯარო კონსულტაციის ამოცანაა მონაწილეობითი პრინციპების დაცვით, დაინტერესებული მხარეების ერთობლივი ძალისხმევითა და ჩართულობით, შემუშავდეს წინადადებები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023-2025 წლების ღია მმართველობის სამოქმედო გეგმისათვის.

მონაწილეობისთვის, გთხოვთ გაიაროთ ონლაინ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://forms.gle/rsWPEdD8HMChjBgQ6

კონსულტაციის მონაწილეები შეირჩევიან რეგისტრაციის საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით.

ონლაინ რეგისტრაციის ბოლო ვადა არის: 19 ნოემბერი.

 საჯარო კონსულტაციები ორგანიზებულია ევროპის საბჭოს პროექტის „მონაწილეობითი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების გაძლიერება ადგილობრივ დონეზე საქართველოში“ ფარგლებში, რომელსაც ერთობლივად ახორციელებენ დემოკრატიისა და ადამიანის ღირსების გენერალური დირექტორატის არჩევნებისა და მონაწილეობითი დემოკრატიის სამმართველო და ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 სამოქმედო გეგმის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
სახელი/გვარი: ნათია ზედგინიძე

ტელ: 599 008959

ელ.ფოსტა: zedginidze.press@gmail.com

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი