გზის რეაბილიტაცია ასკანასა და მაკვანეთში

🚧 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში რთული საგზაო მონაკვეთების განახლება და შეკეთება აქტიურად გრძელდება.

მიმდინარეობს ასკანა – მზიანის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და სოფელ მაკვანეთში, გოგიეთის უბანში რკინა-ბეტონის საფარის დაგება.

სამუშაო პროცესს ადგილზე ოზურგეთის მერის მოადგილეები – გიორგი ღურჯუმელიძე და ნათია გოლიაძე გაეცნენ.

მსგავსი სტატიები