დარგობრივი კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

2023 წლის ბიუჯეტი, წარმოდგენილი პროექტის მიხედვით 33 649.0 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტების მიხედვით გადანაწილდა.

ყურადღება გამახვილდა კომისიის დარგობრივ სტრუქტურაში შემავალი პრიორიტეტებისა და პროგრამების დაფინანსებაზე, ხოლო პროექტთან დაკავშირებით ვრცლად მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენელმა ისაუბრა.

საკრებულოს წევრებმა მიზანშეწონილად მიიჩნიეს და გადაწყვიტეს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს სხდომაზე განხილვის შემდეგ, გამოთქმული წინადადებებისა და შენიშვნების შესაბამისად, კორექტირების მიზნით, დაუბრუნდეს მუნიციპალიტეტის მერიას.

მსგავსი სტატიები