სამუშაო ვიზიტი პოლონეთში

12-19 ნოემბერს,  ოზურგეთის მუნიციპალუტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა  ბოლქვაძე და საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე, ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG-ის მიწვევით, დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, დავით დარჩია „ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG“ -ში (პოლონეთი) გაწევრიანებულ თვითმართველობების წარმომადგენლებას შეხვდა. მან  კოლეგებთან, გურიის რეგიონის მუნიციპალიტეტების დაძმობილებულ ქალაქის მერებთან ერთად  განიხილა გურიის ტურისტული პოტენციალი და ერთობლივი ტურისტული პროექტების განხორციელების შესაძლებლობები.

დელეგაციის წევრებმა დაათვალიერეს პოლონეთის ტურისტული ობიექტები, ვიზიტორთა ცენტრები, ისტორიული, საგანმანათლებლო და კულტურული დაწესებულებები, ეწვივნენ ადგილობრივ ტურისტულ კომპანიებსა და  ფერმერულ მეურნეობებს, გაეცვნენ  პოლონური პროდუქტის პოპულარიზაციის ცენტრის საქმიანობას.

სამუშაო ვიზიტი შედგა პროექტის „გურია – სიცოცხლის ზეიმი. გურიის ტურისტული ბრენდის სტრატეგიის შექმნა და განხორციელება“ (Guria – Ceebrate Life. Development and implementation of the Guria brand strategy)  Guria – Celebrate Life 2020-2021 წლებში განხორციელებული წარმატებული პროექტის – ,ტურისტული ბრენდი – ტურიზმის გაძლიერების შესაძლებლობები გურიაში. ევრორეგიონ BUG-ის გამოცდილების გაზიარება“ მეორე ეტაპია.

პროექტს პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, ახორციელებენ ევრორეგიონის მუნიციპალიტეტების ასოციაცია BUG (პოლონეთი) და თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი CPC (საქართველო, გურია) ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტეტებთან პარტნიორობით.

მსგავსი სტატიები