ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 5 საკითხზე იმსჯელა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საკრებულოს წევრების გადაწყვეტილებით ბიურომ ცნობად მიიღო შემდეგი საკითხები:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის გელა ჩავლეშვილის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების გელა ჩავლეშვილისა და ეროდი გორდელაძის საფინანსო-საბიუჯეტო, აგრარულ საკითხთა, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიების წევრობის უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე;

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დამტკიცების შესახებ და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიების შემადგენლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი