2023 წელში რეგიონში განსახორციელებელი პროექტები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ, ოზურგეთში 2023 წელში, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა.
ეს პროექტებია : ქალაქ ოზურგეთში დოლიძისა და ჭავჭავაძის ქუჩების რეაბილიტაცია;
ქ. ოზურგეთში გორკის ქუჩის რეაბილიტაცია;
ანასეულის დასახლებაში გენო ჩხაიძის (იმედაშვილი), სუპტროპიკების, უნივერსიტეტისა და მეცნიერების ქუჩების რეაბილიტაცია;
სოფელ ცხემლისხიდი (უჩხუბის უბანი) – სოფელ ვაკიჯვრის დამაკვაშირებელი გზის რეაბილიტაცია;
სოფელ ბახვი – სოფელ ვაკიჯვრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
კონჭკათის ცენტრიდან სოფელ შრომის (ორმეთი) დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
მთისპირში უკანავას დამაკავშირებელი შიდა სასოფლო და ბასილეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია;
დაბა ლაითურის შიდა გზების რეაბილიტაცია;
სოფელ შრომაში ვაკისა და ზედ უბნის შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
სოფელ მაკვანეთში (ბაღების უბანში) შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია;
ქ. ოზურგეთში (იაკობ შემოქმედელის ქუჩის ბოლოდან მელექედურის ცენტრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია);
სოფელ ოზურგეთის, ნაღობილევის (პირველი ბრიგადა), დაბა ნასაკირალის სასმელი წყლის სისტემების მოწყობის სამუშაოები.

მსგავსი სტატიები