„შემოქმედებითი ოზურგეთის“ საპროექტო განაცხადის ფორმა

ოზურგეთის მერია 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ქვეპროგრამის – „შემოქმედებითი ოზურგეთის“ ფარგლებში, საპროექტო განცხადებების მიღებას იწყებს.

პროგრამის მიზანი შემოქმედებითი ინდუსტრიის განვითარება, კულტურის სფეროს ხელმისაწვდომობა და ახალგაზრდული იდეების მხარდაჭერა გახლავთ. ასევე, ქუჩის მხატვრობის, ფოტოგრაფიის, შემოქმედებითი ინსტალაციის, ურბანული და კონცეპტუალური ხელოვნების, ტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის გაზრდა და მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების ხელშეწყობა.

საპროექტო წინადადება უნდა შეესაბამებოდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2022 წლის 23 დეკემბრის №33 დადგენილების მე-16 მუხლით განსაზღვრულ „შემოქმედებითი ოზურგეთის“ პროგრამის მიზნებსა და აღწერილობას.

მონაწილეობის მსურველებმა საპროექტო წინადადება, განცხადებასთან ერთად, 25 მაისის ჩათვლით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინონ (მის: მერაბ კოსტავას ქ. N1) ან გამოაგზავნონ ელ. ფოსტაზე – meriaozurgeti2018@gmail.com

 

 

საპროექტო განაცხადი

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი