საკრებულომ ინფრასტრუქტურის სამსახურის ანგარიში მოისმინა

საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე მერიის არქტიტექტურის, სივრცითი მოწყობის, ინფრასტრუქტურის და კომუნალური სერვისების განვითარების სამსახურების მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობა განიხილა. 2019 წელს ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 8 584 867 ლარი გამოიყო, რომლითაც მასშტაბური პროექტები განხორციელდა. გასულ წელს მუნიციპალიტეტში მოასფალტდა 30675 გრძ.მ გზა, ჯამური ღირებულებით 9 038 809 ლარი, სოფლებში კრიტიკულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარით მოეწყო 18329 გრძ.მ გზა. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პარალელურად ჩატარდა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის ღონისძიებები, შესრულდა სტიქიის პრევენციისთვის გამოყოფილი სამუშაოები, წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა სხვადასხვა პროექტები. საქართველოს მთავრობის განკარგულებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტს ამბულატორიებისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოეყო 1 164 118 ლარი. ვრცლად იხილეთ  საკრებულოს წევრები ადმინისტრაციულ ერთეულებში პრობლემატური საკითხების გადაჭრით დაინტერესდნენ. ხაზგასმით აღინიშნა, რომ იფრასტრუქტურის განვითარება ეს არის მთავარი პრიორიტეტი. საკრებულომ სამსახურის მიერ გაწეული მუშაობა დამაკმაყოფილებლად შეაფასა. რიგგარეშე სხდომაზე ანგარიშების მოსმენა გრძელდება.

მსგავსი სტატიები