საკრებულოს მორიგი სხდომა

საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა, დღეს, რომელსაც დავით დარჩია უძღვებოდა. საკრებულოს გადაწყვეტილებით საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებულ დადგენილების პროექტზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. დადგენილების პროექტი იმ დასახლების საერთო კრების ტიპიური დებულების დამტკიცებას ეხება, რომელში რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს აღემატება. პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირისა და გურიის ახალგაზრდული რესურცენტრის მიერ არის მომზადებული და მისი მიზანი, მოქალაქეთა ჩართულობის კიდევ ერთი მექანიზმის, დასახლებებში საერთო კრების ამოქმედებაა. წარმოების პროცესში დადგენილების პროექტი გაივლის სამართლებრივ ექსპერტიზას. კიდევ ერთ ნორმატიული აქტის პროექტზე დაიწყო საჯარო ადმინისტრაციული წარმოება. პროექტი, ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშის ფორმის დამტკიცებას” ეხება და ის საკრებულოს მიერაა ინიცირებული. საკრებულომ დაამტკიცა ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ განკარგულება. ცნობად იქნა მიღებული ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ცვლილების შესახებ ინფორმაცია.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი