ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, სოფლის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერითა და ოზურგეთის მერიის ჩართულობით, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება აღინიშნება.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალი და ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მოეწყო ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, კულინარიული კუთხე, სხვადასხვა ორგანიზაციის სტენდი, თემატური ინსტალაციები, საგამოფენო სივრცე და საბავშვო ატრაქციები; კოსტიუმირებული მსახიობების და ორკესტრის მსვლელობა, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა; აგრეთვე, ჩატარდა კონცერტი ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით.
“ერთად ვუმღეროთ ჰიმნი თავისუფლებას” – ამ სლოგანით სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს 17:10 საათზე.
ღონისძიებას აღმასრულებელი, საკანონმდებლო, მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებიან.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება, მასტერის და ბენდის „რეზო და ბავშვები“ კონცერტით დასრულდება.
მსგავსი სტატიები