ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 8 საკითხზე იმსჯელა.

სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა.

საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ ,, ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,,გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების პროექტებს.

აგრეთვე, ბიუროს წევრებმა იმ ცვლილებებზე იმსჯელეს, რომლებიც შემდეგ ნორმატიულ აქტებში იგეგმება: ,,მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთის დადგენის თაობაზე“; ,, მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაცვის და სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ“ და ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებზე.

სხდომაზე, ასევე, მოისმენენ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ 2024 წელს დამტკიცებული მუნიციპალიტეტების 2020-2022 წლებში ,,სოფლის მხარდამჭერი პროგრამის“ განხორციელების ეფექტიანობის აუდიტის ანგარიშის.

ბიუროს გადაწყვეტილებით, შესაბამისი დარგობრივი კომისიები იმსჯელებენ და განიხილავენ ,,მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის დამატებითი წესისა და ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმების დამტკიცების შესახებ“ და ,,მუნიციპალიტეტში ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის განხორციელების თაობაზე“ დადგენილებებში ცვლილებების შეტანის შესახებ.

მსგავსი სტატიები