სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა – ასფალტის წარმოება და სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის“ საქართველოს ფილიალის საგზაო სამშენებლო მასალების მწარმოებელი ობიექტების (ინერტული მასალების სამსხვრევ-დამხარისხებელი საამქრო, ბეტონის საამქრო და მობილური ტიპის ასფალტის ქარხანა) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტი.

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: ასფალტის წარმოება და სასარგებლო წიაღისეულის გადამუშავება;

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის” ფილიალი საქართველოში;

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანები.

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვის დრო და ადგილი: 2020 წლის 24 მარტი, 13:00 საათი – ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის შენობა;

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

2020 წლის 27 თებერვალს სს „ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის” საქართველოს ფილიალმა სამინისტროში წარმოადგინა საგზაო სამშენებლო მასალების მწარმოებელი ობიექტების (ინერტული მასალების სამსხვრევ-დამხარისხებელი საამქრო, ბეტონის საამქრო და მობილური ტიპის ასფალტის ქარხანა) მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

აღნიშნულ სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფ. ნატანების ადმინისტრაციული ერთეულის შენობაში გაიმართება საჯარო განხილვა.

საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. პროექტის დოკუმენტაციასთან დაკავშირებული შენიშვნები და მოსაზრებები ასევე შეგიძლიათ წარუდგინოთ სამინისტროს 2020 წლის 26 მარტამდე, მისამართზე: ქ.თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე eia@mepa.gov.ge ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით” გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით. იხილეთ საჯარო განხილვის წესი

მსგავსი სტატიები