ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 5 საკითხზე იმსჯელა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა უძღვებოდა.
საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა და საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილავენ „მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ;“ განკარგულების პროექტებს. სხდომაზე, ასევე, იმსჯელებენ მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქ. ოზურგეთში გამსახურდიას მოედანზე (პარკის მიმდებარე ტერიტორია) მდებარე 7586 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 12.8 კვ.მ. და ქ. ოზურგეთში ჭავჭავაძის ქუჩაზე (ტროტუარი) მდებარე 686 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან 51.81 კვ.მ.არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, სარგებლობის უფლებით გადაცემაზე მერისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“ განკარგულებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების შესახებ.
აგრეთვე, ბიუროს წევრებმა ის ცვლილებები განიხილეს, რომელიც შემდეგ ნორმატიულ აქტში იგეგმება: ,, „გარე რეკლამის განთავსების სანებართვო მოწმობის, როგორც მკაცრი აღრიცხვის ფორმისა და ამ ფორმის გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“; და ,, მუნიციპალიტეტის სოციალური მიზნის მქონე პროექტების თანადაფინანსების პროგრამის განხორციელების თაობაზე“ საკრებულო საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყებაზე იმსჯელებს.
მსგავსი სტატიები