ბიუროს სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ 4 საკითხზე იმსჯელა.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებსა და ფრაქციებს დაევალათ, მერიის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა.

2025 წლის ბიუჯეტის პროექტს გაეცანით ბმულზე – http://ozurgeti.mun.gov.ge/?p=24383

მუნიციპალიტეტის 2025 წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტს, კომისიებსა და ფრაქციებში, წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად განიხილავენ.

კომისიები, აგრეთვე, განიხილავენ შემდეგ განკარგულების პროექტს: ,, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე;” და ცნობად მიღების მიზნით მოისმენენ ,,ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის N261 დადგენილებაში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თაობაზე ინფორმაციასა და ბიუჯეტის 2024 წლის III კვარტლის შესრულების ანგარიშს.

მსგავსი სტატიები