ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და
ინფრასტრუქტურის კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2025 წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი განიხილეს.
ყურადღება გამახვილდა დარგობრივ კომისიას მიკუთვნებულ საკითხების მიხედვით, პრიორიტეტებსა და პარამეტრებზე.
წარმოდგენილი პროექტის მიხედვით მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 41130.0 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდება.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, საკრებულოს წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.
კომისიის მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები დასკვნაში აისახება და ის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.
დღესვე, დარგობრივი კომისიის წევრებმა განიხილეს და მიზანშეწონილად მიიჩნიეს ბიუროსა და საკრებულოს სხდომებზე განხილვა-დამტკიცების მიზნით, შემდეგი განკარგულების პროექტის წარდგენა: ,, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე.“
მსგავსი სტატიები