დარგობრივი კომისიის სხდომა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 41130.0 ათას ლარით განისაზღვრა და შემდეგ პრიორიტეტებში გადანაწილდება:

✔️ ინფრასტრუქტურის განვითარება;

✔️ დასუფთავება და გარემოს დაცვა განისაზღვრა;

✔️ განათლება, კულტურა, ახალგაზრდობა და სპორტი;

✔️ ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა;

✔️ ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.

ასევე, სხდომაზე, ყურადღება გამახვილდა კომისიის ფუნქციების შესაბამისი დარგების დაფინანსებაზე. პროექტთან დაკავშირებით ვრცლად კომისიის წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.

დარგობრივი კომისიის წევრების მოსაზრებები, შენიშვნები და რეკომენდაციები დასკვნაში აისახება და ის მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.

მსგავსი სტატიები