დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა 2025 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.
მერიის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის 2025 წლის ბიუჯეტი 41 მილიონ 130 ათას ლარს შეადგენს, რომელიც პრიორიტეტებში გადანაწილდება.
სხდომის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მომავალი წლის მთავარი საფინანსო დოკუმენტი განხილულია საკრებულოს მუდმივმოქმედ კომისიებში, ასევე, ცნობილია მისი პრიორიტეტები და ძირითადი პარამეტრები, დაფიქსირებულია შენიშვნები და რეკომენდაციები, რომლებიც დასკვნებში აისახა და მუნიციპალიტეტის მერიას გადაეგზავნება.
სხდომა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, ვრცლად საკრებულოს წევრების შეკითხვებს მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები პასუხობდნენ.
აგრეთვე, დარგობრივი კომისიის წევრებმა მოისმინეს და ცნობად მიიღეს ბიუჯეტის 2024 წლის III კვარტლის ანგარიში.
მსგავსი სტატიები