ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ, საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგი დაამტკიცა.
სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლავრენტი ბიგვავა უძღვებოდა.
საკრებულოს მორიგი სხდომის დღის წესრიგში აისახა, შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტები: ,, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ოზურგეთის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონების თაობაზე” და ,, მუნიციპალიტეტის მონაწილეობითი ბიუჯეტირების პროგრამის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ.”
სხდომაზე ცნობად მიღების მიზნით, მოისმენენ და განიხილავენ მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტის III კვარტლის შესრულების ანგარიშსა და ინფორმაციას ,,ტერიტორიების გამოყენების და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 ივნისის №261 დადგენილებაში მიმდინარე წლის 28 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილების თაობაზე.
აგრეთვე, ბიუროს გადაწყვეტილებით შემდგომი პროცედურების განსაზღვრის მიზნით, დაეწერა შესაბამის დარგობრივ კომისიებსა და გადაეგზავნა მუნიციპალიტეტის მერს
მოქალაქეთა ასამბლეას წევრების მიერ შემოტანილი პეტიცია: ,, მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის მართვის საკითხებზე რეკომენდაციების შესახებ.“
მსგავსი სტატიები