ოზურგეთის აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

ოზურგეთის ა.(ა).ი.პ. „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ ტექნიკური ჯგუფის მიერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა ბაზრის მთელი ტერიტორია.

სადეზინფექციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელი – ირაკლი სირაძე და „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ დირექტორი მაია ქუტიძე დაესწრნენ.

აგრარული ბაზარი სადეზინფექციო ხსნარით მეოთხედ დამუშავდა.
ადგილზე მუშაობს მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფი, რომლებიც მოქალაქეებს დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებენ.

მოხალისეებთან ერთად სიტუაციას ძალოვანი სტრუქტურებიც აკონტროლებენ.

„საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის“ მიერ სადეზინფექციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. დამუშავდა საბავშვო ბაღები, საჯარო სკოლები, მრავალბინიანი კორპუსების სადარბაზოები, ყველა სტრატეგიული და საჯარო ობიეტი.

მსგავსი სტატიები