„სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ოზურგეთს 50 სასურსათო პაკეტი გადასცა

#გურია #ოზურგეთი #დარჩისახლში #stopcov

კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გურიის რეგიონში მოსახლეობისთვის სურსათის გადაცემა გრძელდება.

სასურსათო პაკეტები, რომელიც „სოკარ ენერჯი ჯორჯიამ“ ოზურგეთს გადასცა 50 მოწყვლადი კატეგორიის ოჯახს დაურიგდა. ჯამში, გურიის რეგიონში მუნიციპალური ბიუჯეტებით, ბიზნესსექტორის და კერძო კომპანიების მონაწილეობით, დახმარება 2 800 ოჯახს გაეწია.

სასურსათო კალათა გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, პირველმა მოადგილემ აკაკი შენგელიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ და მოადგილემ ირაკლი სირაძემ, მარტოხელა ხანდაზმულებს, მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს სახლში მიუტანეს.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი