მყარი ნარჩენების მართვა – 2018 წლის მონაცემები

მუნიციპალიტეტში ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა-შენარჩუნებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაციაა ა.(ა)ი.პ. „მუნიციპალური მომსახურების ცენტრი,“ რომლის 2018 წლის  ბიუჯეტი შეადგენდა 1 913 561 ლარს.

ყოველდღიურად იგვება ქალაქის 30 ქუჩა და საბავშვო ბაღების მიმდებარე ტერიტორიები. სულ  300 000 კვადრატული მეტრი ფართობი.

ხორციელდება ქალაქის ტერიტორიაზე განთავსებული სანაგვე ურნების და მისი მიმდებარე ტერიტორიების დაცლა-დასუფთავება.

ეტაპობრივად იგვება და სუფთავდება ქალაქის სავტომობილო გზები და სოფლის ცენტრები, ასევე დაბა ურეკის ცენტრალური ქუჩები.

საკურორტო სეზონის დროს ხორციელდება სანაპირო ზოლის ინტენსიური წმენდა.

აღნიშნულ სამუშაოებს ემსახურება 8 ერთეული თვითმცველი ნაგავმზიდი,  2 ერთეული საცერი და 4    ერთეული თვითმცლელი ტრაქტორი.

2018 წელს დამატებით შემოტანილია 496 ერთეული ნაგვის ურნა, რომლითაც ჩანაცვლდა  250 -ზე მეტი ძველი, ამორტიზირებული ურნა. ხოლო დანარჩენი დამატებით დანთავსდა  მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ერთეულებში.

მობილური ჯგუფის მიერ  სისტემატიურად ხდება ქალქის ტერიტორიაზე   გამდინარე მდინარეების კალაპოტისა და სანიაღვრე არხების განმენდა -გასუფთავება.

კეთილმოწყობის განყოფილების მიერ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ტარდება სხვადასხვა სარემონტო სამუშაოებები.

გარე განათების განყოფილების მიერ სისტემატურად მიმდინარეობს გარე განათების სისტემის რეაბილიტაცია-მონტაჟი.