ონლაინ შეხვედრაზე პროექტ თვითმმართველობა განათლებისათვის იმსჯელეს

ოზურგეთის საკრებულოს საგანმანათლებლო პროექტის „თვითმმართველობა განათლებისათვის“ ფარგლებში, რომლის მიზანი მოქალაქეობრივი ცნობიერების პროცესში სასკოლო (სამოქალაქო) განათლების ხელშეწყობაა, ვიდეოკონფერენცია გაიმართა.

შეხვედრის ამსახველი ფოტო

ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობა პროექტის ახალგაზრდა მონაწილეებმა ავთო ხომერიკმა და ნინი ჩხიკვიშვილმა მიიღეს.

საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით დარჩიამ, კოლეგებთან და შეხვედრაში მონაწილე სხვა პირებთან ერთად, 12 წლის ავთო ხომერიკის, რომელიც ინტერნეტ-ტელევიზა “TV მეორე“ -ს დამფუძნებელი, დირექტორი, პროდიუსერი, რეჟისორი, რედაქტორია და მას მთელი საქართველო, როგორც ყველაზე ახალგაზრდა ჟურნალისტს იცნობს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და მასთან ერთად საკრებულოს ახალი ინიციატივაზე იმსჯელა.

საკრებულოში უკვე წლებია „თვითმმართველობა განათლებისათვის“ ფარგლებში ახალგაზრდებისთვის სხვადასხვა სახის აქტივობები ხორციელდება, სწორედ „თვითმმართველო განათლებისთვის” და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ონოვაციური პროექტი ,,სასკოლო ლიტერატურა“ გახდა ინსპირაცია ახალი პროგრამის, რომლისთვისაც 2020 წლის ბიუჯეტში 50 ათასი ლარი უკვე გამოიყო. პროგრამის სახელწოდებად „თვითმმართველობა განათლებისთვის“ შეირჩა, რომლის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენასა და რეალიზებას, შესაძლებელი გახდება ახალგაზრდებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მჭიდრო თანამშრომლობა, მათი იდეების მხარდაჭერა.

პროექტის ირგვლივ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა, ახალგაზრდა ნინი ჩხიკვიშვილმაც, რომელიც მოძრაობა ,, განათლება ახალგაზრდებისთვის და ახალგაზრდები განათლებისთვის“ დამფუძნებელია.

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეცნიერების, კულტურისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გიორგი კილაძემ კი ახალგაზრდული იდეების მხარადჭერის, სასკოლო განათლების, ბიბლიოთეკების როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„დღეს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა, თქვენთან ერთად ვულოცავ ყველა ბავშვს. ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ბავშვებს შევუქმნათ უსაფრთხო, ღირსეული გარემო, ხელმისაწვდომი საგანმანათლებლო პირობები და მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი ახალაგაზრდულ ინიციატივებს. ახალგაზრდების სტიმულირება განათლების მიმართულებით არის ამ პროგრამის მთავარი მიზანიც, რაც ამავდროულად მნიშვნელოვნად გაზრდის, მათ ჩართულობას თვითმმართველობის განხორციელების პროცესში.“ – აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარე დავით
დარჩიამ.

შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდენენ, რომ თავდაპირველად აუცილებელია საინფორმაციო კამპანია, რომელშიც აქტიურად ჩაერთვება ავთო ხომერიკი თავისი ინტერნეტ ტელევიზიით, შემუშავდება წესი, ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი.

მსგავსი სტატიები