ბიუროს სხდომა

ოზურგეთის საკრებულოს ბიურომ, რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი ორი საკითხით დაამტკიცა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია უძღვებოდა. მერიის მიერ ინიცირებული სამართლებრივი აქტის პროექტი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ N21-ე დადგენილებაში ცვლილება, ახლადშექმნილ დაბა გომისმთაში მერის წარმომადგენლის და თანაშემწეების შტატის განსაზღვრას ეხება. საკითხზე საკრებულო იურიდიული კომისია დასკვნას მომაზადებს. ↘ საკრებულოს ბიურომ განიხილა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020-2021 წლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტები. საკრებულო შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტების მოწონებაზე იმსჯელებს: ”

  • ქ. ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების (ბესიკის პირველი შესახვევი -705გრძ.მ; დიუნანის ქ 340გრძ.მ; ჯანაშიას ქ 347 გრძ.მ) რეაბილიტაცია;
  • სოფ. მაკვანეთში ჭალის უბნის გზის რეაბილიტაცია (1745გრძ.მ);
  • სოფ. მელექედურში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია ( 876გრძ.მ);
  • სოფელ ნატანებში (კაპროვანი) ასფალბეტონის გზის რეაბილიტაცია (1200მ);
  • სოფ.გურიანთაში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია (1813გრძ.მ);
  • დაბა ნსაკირალში შიდა გზების რეაბილიტაცია (2960გრძ.მ);
  • სოფ.კონჭკათში (კატისციხის უბანი) ცენტრალური გზიდან მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის მოწყობა (791გრძ.მ);
  • სოფ.დვაბზუში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია (1390 გრძ.მ);
  • სოფ. ბოხვაურში გზის რეაბილიტაცია (ე.წ. ვატულოს უბანი 822გრძ.მ)

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი