საკრებულოს რიგგარეშე სხდომა

ოზურგეთის საკრებულომ რიგგარეშე სხდომაზე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2020-2021 წლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, განსახორციელებელი და დასაფინანსებელი ინფრასტრუქტურული პროექტების თაობაზე განკარგულება დაამტკიცა. საკრებულომ შემდეგი პროექტების მოწონებას დაუჭირა მხარი: ”

ქ. ოზურგეთის დაზიანებული ქუჩების (ბესიკის პირველი შესახვევი -705გრძ.მ; დიუნანის ქ 340გრძ.მ; ჯანაშიას ქ 347 გრძ.მ) რეაბილიტაცია; ▶ სოფ. მაკვანეთში ჭალის უბნის გზის რეაბილიტაცია (1745გრძ.მ);

სოფ. მელექედურში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია ( 876გრძ.მ);

სოფელ ნატანებში (კაპროვანი) ასფალბეტონის გზის რეაბილიტაცია (1200მ);

სოფ.გურიანთაში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია (1813გრძ.მ);

დაბა ნსაკირალში შიდა გზების რეაბილიტაცია (2960გრძ.მ);

სოფ.კონჭკათში (კატისციხის უბანი) ცენტრალური გზიდან მთავარანგელოზის სახელობის მამათა მონასტერთან მისასვლელი გზის მოწყობა (791გრძ.მ);

სოფ.დვაბზუში შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია (1390 გრძ.მ);

სოფ. ბოხვაურში გზის რეაბილიტაცია (822გრძ.მ) .”

საკრებულოს გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრისა და საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ“ N21-ე დადგენილებაში. ცვლილებით ახლადშექმნილ დაბა გომისმთის მერის წარმომადგენლის და თანაშემწეების შტატი განისაზღვრა.

საკრებულომ დამატებით საკითხად განიხილა და დაამტკიცა განკარგულება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. მერს თანხმობა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გორგაძის ქუჩაზე მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრირებული ფართიდან 5500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, უსასყიდლო აღნაგობის ფორმით, პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობაში, იურიდიული პირის არსებობის ვადით, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის კოლეჯი „ჰორიზონტი“-სთვის გადაცემის მიზნით, მიეცა.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი