პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის”

გურიის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტარციაში, პროექტის „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის” დაკავშირებით „გაეროს მოსახლეობის ფონდის“ წარმომადგენლებთან საკონსულტაციო შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრაზე, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრი ლელა საჯაია, ოზურგეთის მერის მოადგილე ირაკლი სირაძე და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილე ნანა ჯახუტაშვილი ესწრებოდნენ, პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე იმსჯელეს. პროექტი „ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის“, რომელსაც “გაეროს მოსახლეობის ფონდი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორცილებს, მიზნად ისახავს ოჯახსა და საზოგადოებაში კაცების და ქალების სტერეოტიპული დამოკიდებულების შესახებ შეხედულების შეცვლას, გენდერული ძალადობის აღმოფხვრას და საბოლოო ჯამში, თანაბარი უფლებებისა და შესაძლებლობის უზრუნველყოფას. აღნიშნული პროგრამა 2020-2023 წლებში, აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონის 6 ქვეყანაში – საქართველოში, აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, სომხეთსა და უკრაინაში განხორციელდება. პროგრამის სამიზნე რეგიონებად გურია და იმერეთი შეირჩა.

მსგავსი სტატიები

შრიფტის ზომა
აირჩიეთ ფერი